ანონსი  4 მაისი

4 მაისს, 10:00 საათზე, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება - „SDG თაობა: როგორ ვაქციოთ მიზნები მიღწევებად“.

მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზი (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32)

4 მაისს, 10:15 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება - ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა კონკურენციის სფეროში.

მის.: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, 26 მაისის მოედანი 1

საკონტაქტო: ხატია წიკლაური 577 255 515

4 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან” ფარგლებში, ღონისძიება ,,თბილისის მემორიალური სახლ-მუზეუმები“ გაიმართება. ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს ,,თბილისის მემორიალური სახლ-მუზეუმების“ შესახებ ინფორმაციას მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე გააცნობს.

4 მაისს 12:00 საათზე, ჟურნალ „დიპლომატის“ პანელური დისკუსიების სერია უკრაინის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი რეალობა და უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა იქნება განხილული.

მის: სასტუმრო ბილტმორი, საკონფერენციო ოთახი 3

საკონტაქტო: ქეთი 591 44 62 44

4 მაისს, 13:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია, საინიციატივო ჯგუფი და ურბანული აქტივისტები კინო რუსთაველის ფასადის დემონტაჟს გააპროტესტებენ.

მის: კინოთეატრ რუსთაველის წინ. საკონტაქტო: 595 08 45 33

4 მაისს , 13:00 საათზე, სადგურ სვირში, ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია და "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ამომრჩეველს შეხვდებიან.

საკონტაქტო ი: გია ყრუაშვილი მობილური: 599 47 74 84

4 მაისს, 14:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს.

მის: ათონელის ქ.N25

საკონტაქტო პირი ანა ჭარხალაშვილი -577031133

4 მაისს, 16:00 საათზე, „დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ შეხვედრას გამართავს.

მის: თბილისის სპორტის სასახლე

4 მაის, 17:00 საათზე, დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტის“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება.

მის: გალაქტიონის #20

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო