თინა ბოკუჩავა - ფაქტია, რომ  ივანიშვილს სუს-ი სჭირდება არჩევნების სპეცოპერაციის ჩატარებისთვის,  ოპოზიციის დევნისთვის და თვალთვალისთვის

ფაქტია, რომ ივანიშვილს სუს-ი სჭირდება ძალაუფლებაში დარჩენისთვის, არჩევნების სპეცოპერაციის ჩატარებისთვის, ოპოზიციის დევნისთვის და თვალთვალისთვის, - ამის შესახებ ‘ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სუს-ისხელმძღვანელის დახურულ სხდომაზე მოსმენის საკითხი შეაფასა.

მისი განმარტებით, ნამდვილად იყო შესაძლებელი, რომ ვახტანგ გოიმელაურის მოსმენა საჯარო ფორმატში ჩატარებულიყო, თუმცა ეს, მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არ ისურვა.

„სუს-ი ნაკლებ დროს რომ ხარჯავდეს ოპოზიციის დევნაზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა ძალიან ბევრი სერიოზული საფრთხის აცილება, მათ შორის, შესაძლებელი იქნებოდა იმ ანალიტიკურ სამუშაოს უკეთ ჩატარება, რომელიც როგორც გახარია გუშინ აცხადებდა, შესაბამისად ვერ ჩატარდა პანკისში და მიგვიყვანა ძალიან მძიმე შედეგამდე. მათ შორის შესაძლებელია თავიდან აგვერიდებინა ჩატაევის საქართველოში შემოსვლა, რომლის ლიკვიდაციის სპეცოპარაციისას დაიღუპა სპეცრაზმელი, მათ შორის, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილს სუს-ი სჭირდება ძალაუფლებაში დარჩენისთვის, არჩევნების სპეცოპერციის ჩატარებისთვის, ოპოზიციის დევნისთვის და თვალთვალისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შემდგომ სათანადოდ ვეღარ იცავს სუს- იმიტომ, რომ მისი ყველაზე დიდი რესუსრი იხარჯკება ოპოზიციის დევნაზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ..

ამასთან, მისივე განმარტებით, დღევანდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ფორმატში შეიქმნას საგამოძიებო კომისა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური სუს-ის 2018 წლის ანგარიშით წასდგა. ამის შემდეგ სხდომის კითხვა-პასუხის ნაწილი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა