თბილისის მერიის საკურორტო მომსახურების ვაუჩერების რაოდენობა გაიზრდება

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, ვისაც საკურორტო ვაუჩერის მისაღებად განცხადება აქვს შეტანილი მერიაში, დაკმაყოფილდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი განმარტავს, მუნიციპალიტეტმა დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„მომსახურების გაუმჯობესებამ გამოიწვია განცხადებების რაოდენობის ზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ მერია მუდმივად ზრუნავს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და ოჯახებზე, უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ განცხადებების რაოდენობიდან გამომდინარე, მომხდარიყო დამატებითი რესურსების მობილიზება და ყველა განცხადების დაკმაყოფილება. ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერთან კონსულტაციის შედეგად უკვე მიღებულია“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისი თქმით, სამსახური დააკმაყოფილებს თბილისში რეგისტრაციისა და შშმ პირის სტატუსის მქონე ყველა იმ პირს, ვისაც მერიაში განცხადება შემოტანილი ჰქონდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით.

როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, დღეისათვის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ბიუჯეტია 826 000 ლარი, ვაუჩერის ღირებულება კი, 700 ლარია, აპ ეტაპზე, ვაუჩერის გაცემაზე 1180 ბავშვს აქვს თანხმობა მიღებული. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, საკურორტო ვაუჩერით დაკმაყოფილდება ყველა ის პირი, ვინც ამ ეტაპზე სარეზერვო სიაშია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პროგრამით სარგებლობდა 600 შშმ პირი და თითოეული მათგანისთვის მერია 400 ლარს გამოყოფდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა