აქცია „ცირკი ცხოველების გარეშე" გაიმართა

ცირკის შენობასთან საპროტესტო აქცია "ცირკი ცხოველების გარეშე" გაიმართა. აქციის მონაწილეები ცირკში არსებულ პრობლემებსა და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო ფუნქცია, არამედ, მისი დანიშნულებაა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე ადამიანების გართობა.

„როცა ცირკის ბილეთს ვყიდულობთ, რომელშიც ცხოველებს იყენებენ, ამით სისასტიკეს ვუწყობთ ხელს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლის თანახმადაც, ცირკში ცხოველების გამოყენება უნდა აიკრძალოს. აქციაზე შეკრებილებმა მსოფლიო გამოცდილებაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო მასშტაბით ცირკებში ცხოველების გამოყენების ტენდენცია თანდათან კლებულობს.

იხილეთ ვიდეო: "ცირკი ცხოველების გარეშე" - აქცია თბილისის ცირკთან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა