კავკასიურ სახლში დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტის“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიურ სახლში დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტის“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. პოემა აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე ითარგმნა.

„დღეს ნაირა გელაშვილის კავკასიურ სახლში აღვნიშნავთ ჩემი პოემის, წიგნის ახალი თარგმანების გამოცემას, რომელიც ითარგმნა და გამოიცა აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე. დღევანდელ დღეს შეიძლება კავკასიური პროექტი ეწოდოს, რადგან ეს წიგნი მკითხველის წინაშე ჩვენს მშობლიურ კავკასიაში იქნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია ის, რომ წიგნისა და თარგმანების სურვილი საზოგადოებაში ბუნებრივად გაჩნდა და არა ხელისუფლებისგან წაქეზებით. ამას არანაირი შეხება არ აქვს არც ბიუჯეტთან, არც მთავრობასთან, ეს გულწრფელად და ბუნებრივად სათავეს საზოგადოებრივ წიაღში იღებს. თარგმანი და გამოცემა იორდანიაში განხორციელდა. ძალიან მახარებს, რომ ვერც ერთი მესაზღვრე წიგნს ვერ გააჩერებს, მას ვერც ერთი ხელოვნურად შექმნილი საზღვარი ვერ დაიჭერს. ხელოვნება ის არის, რასაც ეს გავლებული იარები თუ ჭრილობები ვერ აკავებს და დღევანდელი დღე სწორედ ამის ნიმუში შეიძლება იყოს", - განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, წიგნი ეხება ერთი კაცის მსვლელობას და არა მრავალათასიან მიტინგს.

"ერთი კაცის მსვლელობა ჩემთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ათასობით ადამიანის აღლუმი. ეს კაცია, რომელიც თავის უპირველეს სამშობლოდ ჰარმონიას მიიჩნევს, ხოლო დისჰარმონიის დროს რას აპროტესტებს და რა დღესასწაულს ერთგულებს იგი, წიგნი ამის შესახებ არის", - აღნიშნა მაღრაძემ.

პრეზენტაციას საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, ღონისძიებას რეგიონული მნიშვნელობა აქვს.

"ეს ძალიან დიდი, რეგიონალური მნიშვნელობის ღონისძიებაა. დავით მაღრაძის მრავალგზის, ძალიან ბევრ ქვეყანაში აღიარებული "ჯაკომო პონტი" ითარგმნა აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე და დღეს ამ თარგმანების პრეზენტაციაა. ეს ჩვენი კულტურათა კავშირის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულებაა. მინდა, სახელოვან პოეტს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. ასევე, ვულოცავ მთარგმნელებს, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან", - განაცხადა შაქარიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: კავკასიურ სახლში დათო მაღრაძის პოემის - "ჯაკომო პონტის" თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა