მამუკა ბახტაძე დავით გარეჯის შესახებ - მივმართავ ყველას და ვთხოვ, თავი შევიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან

მე ძალიან კარგად მესმის, თიეთოეული ქართველისთვის, მათ შორის ჩემთვის ეს არის ემოციური საკითხი, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს, რომ მივმართო ყველას და ვთხოვო,თავი შევიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ემოციური გამონათქვამებისგან, რომელსაც ნამდვილად არ აქვს კავშირი რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განახლებული კომისია მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, ამ ეტაპზე კი, არსებული შეთანხმებით, სამონასტრო კომპლექსში გადაადგილება ჩვეულებრივი პრაქტიკით გაგრძელდება.

„მას შედეგ, რაც ეს პრობლემა დაიწყო, ბუნებრივია, მე დავალება მქონდა მიცემული ყველა უწყებისთვის და ისინი თავის კოლეგებთან ინტენსიურ კავშირზე იყვნენ. ბუნებრივია, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იცით, რომ მოხდა შეთანხმება. შეთანხმების მიხედვით, ჩვენც და აზერბაიჯანული მხარეც შევქმნით კომისიას, ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება განახლებული კომისია, რომელსაც უახლოეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ. იქ შევა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელიც ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში და დავიწყებთ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს. ბუნებრივია, ეს პროცესი საკმაოდ რთული და დროში ტევადია. აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ მანამდე ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება სამონასტრო კომპლექსის სხვადასხვა მიმართულებაზე, ჩვეულებრივი პრაქტიკით გაგრძელდება გადაადგილება. ჩვენ და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები ვართ, სტრატეგიული პარტნიორები და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ისე გადაწყდება, როგორც შეეფერება ჩვენი ურთიერთობის სულისკვეთებას",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა