გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად დანიშვნაზე დათანხმებაზე   -  არც ერთი წამით არ ვნანობ და იმედია, არასოდეს ვინანებ

აბსოლუტური გულახდილობით გეტყვით, რომ არც ერთი წამით არ ვნანობ და იმედია, რომ არასოდეს ვინანებ,-ასე პასუხობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია კითხვას, ნანობს თუ არა, რომ დათანხმდა მამუკა ბახტაძის შეთავაზებას, შემდგომ უკვე კონსულტაციებისას ბიძინა ივანიშვილთან, რომ გამხდარიყო ეკონომიკის მინისტრი.

გიორგი ქობულიას თქმით, ეკონომიკის მინისტრის პოსტი მისთვის უნიკალური გამოცდილება იყო.

„აბსოლუტური გულახდილობით გეტყვით, რომ არც ერთი წამით არ ვნანობ და იმედია, რომ არასდროს ვინანებ. ჯერ ერთი ვთვლი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შევძელი რაღაცა წვლილი მაინც შემეტანა ჩემი ქვეყნის განვითარებაში. მეორე, ჩემთვის პირადად ეს იყო საკმაოდ უნიკალური გამოცდილება -გავიცანი ძალიან ბევრი და საინტერესო, კარგი ხალხი.ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებ,რომ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც შევძელი მუშაობა ამ რვა თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა ეს ჩემთვის არის დაუვიწყარი გამოცდილება. ამიტომ არანაირად არ ვნანობ“,-აცხადებს ყოფილი მინისტრი გადაცემაში „ფორბსის კვირა

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება