თბილისის N103 საჯარო სკოლაში  სიმულაციური სწავლება გაიმართა

თბილისის N103 საჯარო სკოლაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სიმულაციური სწავლება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაში 100-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი მონაწილეობდა.

სამინისტროს ცნობითვე, მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სკოლის შენობაში სიმულაციური საგანგებო სიტუაცია შექმნეს და დააკვირდნენ, როგორ გამოიყენეს მოსწავლეებმა საგანგებო სიტუაციის დროს ორგანიზებული ქცევის შესახებ სკოლაში შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.

გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს გააცნეს საგანგებო სიტუაციის დროს საკუთარი მოვალეობები-მოეწყო მაღალი სართულებიდან დაშვება, განხორციელდა შენობის ევაკუაცია, ჩაკეტილი სივრციდან მოქალაქის გამოყვანა და სხვა.

შსს-ს განმარტებით, სიმულაციური სწავლების მიზანი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მზადყოფნა საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა