მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ დღეს ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი, ეს არის ჩვენი პატრიარქი

ჩვენ დღეს ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი, ეს არის ჩვენი პატრიარქი, -ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორ მეუფე ნიკოლოზმა ბრძანა, ეს არის უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პატრიარქმა ქვეყანა სრული ურწმუნოებიდან გამოიყვანა.

"ჩვენ არა ვართ ბრმად მორწმუნეები. ჩვენ გვწამს, მაგრამ თუ შეგვიძლია, რომ ხელით შევამოწმოთ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვწამდეს არა მარტო გაგონილით, არამედ მთელი არსებით, მთელი გულით, გონებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მისი არსებობა, მისი აღდგომა, მისი ღვთაებრივი ბუნება. მე მინდა გავაკეთო ასეთი პარალელი - ჩვენ დღეს ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი. შეიძლება უხერხულია ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ მინდა აუცილებლად დავამოწმო. ეს არის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც 41 წელია მართავს ეკლესიას. ვისაც შეუძლია შეახოს მას ხელი, ემთხვიოს მას ხელზე და დარწმუნდეს მის სიწმინდეში. ვისაც არ შეუძლია, თვალით მაინც დაინახოს ის და ვისაც ესეც არ შეუძლია, ყურით გაიგონოს და გაეცნოს მის მოღვაწეობას 41 წლის განმავლობაში. ეს არის უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სრული ურწმუნოებიდან ქვეყანა გამოიყვანა და დღეს ბრწყინავს ჩვენი ეკლესია ბოროტების ჯინაზე",- ბრძანა მეუფე ნიკოლოზმა.

დღეს ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი, ეს არის ჩვენი პატრიარქი - მეუფე ნიკოლოზი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა