შალვა შავგულიძე ვერის ბაღში ამომრჩეველს ხვდება

„ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟოროტარობის კანდიდატის, შალვა შვაგულიძის განცხადებით, მთაწმინდის ამომრჩევლების განწყობა არის ერთიანი - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

როგორც შავგულიძემ ჟურნალისტებს ვერის ბაღში განუცხადა, ცვლილებები უნდა მოხდეს იმიტომ, რომ არც ერთი დაპირება ამ ხელისუფლებას არ შეუსრულებია.

"ჩვენმა საზოგადოებამ ვერ ნახა "ქართული ოცნების" ვერც სამართალი, ვერც კეთილდღება და ა.შ, რასაც უხვად ჰპირდებოდა ამომრჩეველს. მთაწმინდის ოლქის -ვერის, სოლოლაკის, ოქროყანის - ამომრჩეველში არის განწყობა - რატომ არ უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლების ცვლილება მთაწმინდის საარჩევნო ოლქში?! რატომ არ უნდა იყოს მთაწმინდის საარჩევნო ოლქი პირველი, სადაც ბიძინა ივანიშვილს ეტყვიან, რომ 7 წელია გვატყუებთ, 7 წელია გვპირდებით და არ ასრულებთ, აღარ გვჯერა და ამიტომ ნდობას არ გიცხადებთ?!" - განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძე ვერის ბაღში ამ წუთებში ამომრჩეველს ხვდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა