მეუფე პეტრე - დავით გარეჯი და ღვთისმშობლის წილხვედრი ყველა სხვა  მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში

დავით გარეჯი და ღვთისმშობლის წილხვედრი ყველა სხვა მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ფოთში განუცხადა, სადაც ის კვირაცხოვლობის საზეიმო წირვას დაესწრო.

„,ღრმად გვწამს, რომ აღდგომის მადლით და იმ მადლით, რომ საქართველო სახარებასა შინა მოიხსენიება ლაზარედ და უფალმა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, აუცილებლად აღადგენს, გაამთლიანებს სრულიად საქართველოს. დავით გარეჯი და ღვთისმშობლის წილხვედრი ყველა სხვა მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში და ჩვენ ერთი სულით, ,ერთი გულით ვადიდებთ უფალ იესო ქრისტეს,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ისე მოგვარდება, რომ არ გახდება დაძაბულობის მიზეზი.

„,ჩვენ გვწამს და გვჯერა, , რომ ადამიანები, ვისაც განსაკუთრებით ევალება თანამდებობრივად საკითხის მოგვარება, კომპეტენტურად გაართმევენ ამ საკითხს თავს და ეს არ გახდება საერთო ვითარების დაძაბულობისა და ურთიერთობების ესკალაციის მიზეზი,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა