გიგა ბოკერია - ბატონი ქობულია გვიან, მაგრამ დაგვეთანხმა, რომ ეკონომიკის ზრდა ძნელია

მე არ მომწონს ყველაფერი, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ხდება ეკონომიკაში და ბატონი ქობულიაც ამავე იდეების ავტორი იყო, რომ უფრო მეტ ფულს წაართმევდნენ ხალხს და თვითონ უკეთ დახარჯავდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გიორგი ქობულია გვიან, მაგრამ ერთ რამეში დაეთანხმა „ევროპულ საქართველოს“ - ეკონომიკის ზრდა ძნელია.

„რა მიიტანა და რა ვერ მიიტანა ქობულიამ გუნდთან არ ვიცი, მაგრამ მე არ მომწონს ყველაფერი, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ხდება ეკონომიკაში და ბატონი ქობულიაც ამავე იდეების ავტორი იყო, რომ უფრო მეტ ფულს წაართმევდნენ ხალხს და თვითონ უკეთ დახარჯავდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები, ის, რასაც ჩვენ "ევროპული საქართველო" პრინციპულად ვეწინააღმდეგებით - ნაკლები ეკონომიკური თავისუფლება. მაგრამ ერთი ფრაზა, რომელიც მან თანამდებობის დაკარგვის შემდეგ თქვა არის ის, რომ ეკონომიკური ზრდა ნელია. ამას ვეუბნებოდით ჩვენ. ამ ტემპით ჩვენ ვერ გამოვალთ სიღარიბის ამ ზღვრიდან, ვერ წავალთ წინ, ვერ დავეწევით ძალიან დიდი ხანი ყველაზე უფრო ღარიბ ქვეყნებსაც კი ევროპაში. ამიტომ არის საჭირო ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ - გადასახადების შემცირება, ტვირთის შემცირება, საპენსიო რეფორმის და მავნებლური საბანკო რეგულაციების გაუქმება და მეტი თავისუფლების მიცემა ხალხისთვის. ბატონი ქობულია, დაგვიანებით, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ამაში დაგვეთანხმა. თუმცა, აქ მთავარი საკითხია არა ქობულიას გადადგომა, არამედ, ამ გუნდის შეცვლა არჩევნების გზით და ამ კურსის შეცვლა",- განაცხადა ბოკერიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს