დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს

დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი ცოცხალი ჯაჭვი უშუალოდ იმ ბილიკზე გაავლეს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც ორი კვირის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამით დააფიქსირეს პოზიცია, რომ აღნიშნული ტერიტორია არის საქართველოს ისტორიული ნაწილი. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი შეკრების მიზეზი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ, აჩვენონ, რომ დავით გარეჯი საქართველოა და რომ იქ გადაადგილების შეზღუდვა ცდება კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

სამოქალაქო აქტივისტების ინტენსიურ რეჟიმში თვალს ადევნებდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.

ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, ასევე მობილიზებული არიან ქართველი მესაზღვრეები.

დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა მონასტერის სადავო ნაწილს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება