ანონსი 6 მაისი

6 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე მასშტაბურ პროექტს „საქართველო, ევროპა“ გახსნიან.

მის:: სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“

6-7 მაისს, 10:00 საათიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროფკავშირების მიერ ჩატარებული ტრენინგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.

მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი 599303636

6 მაისს, 10:30 საათზე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: დავით გარეჯი.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

6 მაისს, 11:00 საათზე, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის წევრები, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, შს და ეკონომიკის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მის: კახეთის გზატკეცილი, #99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 946 431

6 მაისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, გიორგი ლაბაძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემაზე: რა შედეგებს მოუტანს ბიზნესს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აღჭურვა „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციით და რამდენად დაეხმარება ახალი წინადადების პრაქტიკული განხორციელება სასამართლოს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის დაძლევაში.

მის: წერეთლის გამზირი 99, 1 სართული, ბ.49

საკონტაქტო: 599 291202; 593 53 45 24

6 მაისს, 11:30 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში იწყება სემინარი:„კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“. ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე გახსნის.

მის: შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი

საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი 595 707 222

6 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დავით გარეჯში შექმნილ ვითარება.

ვიზიტი აშშ-ში და ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფის შექმნა პროექტ „გეორგიასთან“ დაკავშირებით.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტ.: 593 53 45 24

6 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ახალ წარმატებას.

მის: მაჩაბლის 11

6 მაისს, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხონის ბულვარში, ხონელობის სახალხო დღესასწაულს დაესწრება.

6 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

6 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

6 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

6 მაისს, 13:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო: ქეთი ლაცაბიძე - 555 22 30 04

6 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

6 მაისს, 17:00 საათზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდება.

მის: თავისუფლების მოედანი. პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია

6 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის: „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დასკვნით ღონისძიებას გამართავს

მის: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზო, შ. რუსთაველის გამზირი 3.

6 მაისს, 20.00 საათზე, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ფეისბუქის პირად გვერდზე: https://www.facebook.com/tengo1 ზუგდიდელების შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა