მარიამ ჯაშს და ოთარ დანელიას “ბიზნეს მედია კონტაქტის” ჯილდოები გადაეცათ

თბილისში “ბიზნეს მედია კონტაქტის” საერთაშორისო ფორუმი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე წარმოდგენილი იყო წარმატებული სახელმწიფო და ბიზნესპროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.

განათლების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობისათვის სიმბოლური ჯილდო გადაეცა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია კი დაჯილდოვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისა და საქართველო-ჩინეთის ორმხრივ თანამშრომლობაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

სახელმწიფო უწყებებს შორის ფორუმმა ასევე გადასცა სიმბოლური ჯილდო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ნათია ზედგინიძეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა