ლადო კახაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ჭავჭავაძის გამზირის, ინგოროყვასა და ვეძინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო საკუთარი პროგრამა, ისაუბრა ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევის ლიმიტების ზრდა და ამორტიზებული შენობებისა და საცხოვრისების უმოკლეს პერიოდში რეაბილიტაცია.

შეხვედრის დროს მოსახლეობის მხრიდან დაისვა რამდენიმე კონკრეტული საკითხი, მათ შორის ახალი ლიფტების თანამონაწილეობით დამონტაჟება და სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია, რაზეც ამომრჩეველმა ლადო კახაძისგან მიიღო პირობა, რომ ყველა პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაიჭრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა