ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ მოჭრილი საკოლექციო მონეტის გაყიდვა იწყება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თარიღს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის გამოშვებით ეხმაურება.

ახალი საკოლექციო მონეტა საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 90 ლარია და გაყიდვა 2019 წლის 6 მაისიდან დაიწყება.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1919 წელს გამოცემული 10 კაპეიკის ნომინალის პირველი ქართული საფოსტო მარკა და ასევე, ამავე სერიის კიდევ ოთხი ნომინალის (40კ; 50კ; 60კ; 70კ) მარკის ფრაგმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ინკრუსტირებული კიდეებით.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დალუქული კონვერტი, როგორც გზავნილი საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ასევე, წერტილებით სტილიზებული მსოფლიო რუქა. კონვერტის ლუქის ბეჭედზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად "5₾". მონეტაზე დატანილია, ასევე, წარწერები "საქართველო", "Georgia"; "1919 - 2019", "5 ლარი".

5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის შემადგენლობაა: Ag 925, წონა: 15.5 გ, ზომა: 33 X 27 მმ, წიბო: გლუვი, ხარისხი: პრუფი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის სულ 1500 ცალი საკოლექციო მონეტა მოიჭრა. დიზაინის ავტორი ნიტა გონგაძეა.

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72) და ფულის მუზეუმში (მისამართი: ყვარელი, რუსთაველის ქ. N10) ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა