რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდი წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

„ქართველთათვის გამორჩეული წმინდანი - დიდმოწამე გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ომში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებეულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში