9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოზე იმ მოწმეს მიმართა კითხვებით, რომელმაც მკვლელობის დღეს ის შემთხვევის ადგილზე ნახა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმ მოწმეს მიმართა კითხვებით, რომელმაც მკვლელობის დღეს ის შემთხვევის ადგილზე ნახა.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული საქმე ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. ბრალდების მხარეს 3 მოწმე დარჩა დასაკითხი, ამის შემდეგ კი წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

„ხუთი მოწმე დაიკითხა, აქედან იყვნენ ექსპერტები, ასევე გამომძიებელი და ორი მეზობელი, რომელთა შორის იყო ის მეზობელი, რომელმაც მკვლელობის დღეს, შემთხვევის ადგილზე ნახა ბრალდებული იაგო ნებიერიძე.

მნიშვნელოვანი იყო ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მათ დაადასტურეს დასკვნის სისწორე. ასევე მეზობლები დაიკითხნენ, რომლებმაც ბავშვის ძებნაში მიიღეს მონაწილეობა და აღმოაჩინეს მისი ცხედარი.

ეს დასკვნები გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს და ერთობლიობაში გვაძლევს მამხილებელ ინფორმაციას იაგო ნებიერიძის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

იაგო ნებიერიძეს კითხვა ჰქონდა მეზობელთან, რომელმაც მკვლელობის ადგილზე დაინახა და შემდეგში ამოიცნო ბრალდებული. ნებიერიძეს მასთან კითხვა ჰქონდა მკვლელობის ადგილზე მის ყოფნასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში დაინახა, რაზეც უპასუხა მოწმემ", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 13 მაისს, 13:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა