იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების ფორმაზე იმსჯელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების ფორმაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც, საბჭომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა კანდიდატები უნდა შეარჩიოს და შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს.

განაცხადების ფორმის მიღებას საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მხარი არ დაუჭირა.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განაცხადების ფორმას მხარი იმ მიზეზით არ დაუჭირა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პროცედურული დემოკრატიის ელემენტარული პრინციპის დარღვევით დაიწყო. მისი თქმით, ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ფორმის შესახებ საბჭომ პროექტი წინასწარ არ გამოაქვეყნა.

რაც შეეხება თავად განაცხადის ფორმას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებმა განაცხადის შევსებისას უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია განათლების შესახებ, სამუშაო გამოცდილება, ინფორმაცია მიღწევების შესახებ, ენების ცოდნა, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ორგანიზციების წევრობა, ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესსა და პროცედურებს გულისხმობს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებზე მუშაობა უკვე დაიწყო.

ამასთან, საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღების პროცესი საბჭოში, მიმდინარე კვირას დაიწყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა