„ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი მარკ მარტელია

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ წარმოგიდგენთ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალს „ოქროს ტალღა“. კონკურსის მთავარი მიზანია ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ამ სფეროში ჩართული ადამიანების წახალისება. „ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში სულ 15 ჯილდო გაიცემა, მათ შორისაა მთავარი პრიზი „წლის სიმღერა“. „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გამარჯვებულს ინტერნეტით ხმის მიცემის საშუალებით საზოგადოება ირჩევს, დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულებს კი ავლენენ კომპეტენტური ჟიურის წევრები რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ ხელმძღვანელებთან ერთად სპეციალურად დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელი „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფ „ქუინს“ ეძღვნება. გალაკონცერტის სპეციალური სტუმარია კანადელი მომღერალი მარკ მარტელი, რომელიც ფრედი მერკურის სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. მარკ მარტელმა 2018 წლის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, მას „ქუინთან“ კიდევ ერთი პროექტი აკავშირებს - „ქუინ ექსტრავაგანზა“, ტურნესთვის ის თავად ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს. „ოქროს ტალღაზე“ მარკ მარტელი „ქუინის“ ყველაზე ცნობილ სიმღერებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღა“ 2014 წლიდან, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით იმართება. მთავარი ჯილდოს, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge ბილეთების ფასი 20-200 ლარია“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს