გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე ზაჰესში, მუხათგვერდში, წიწამურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეიზღუდება. 10:30-დან 18:30 საათამდე კი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლებს: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, უფურეთი და მიმდებარე სოფლებს. 08:00-დან 17:00 კი საათამდე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სიონი, მაგრანეთი, ორხევი, ქვემო და ზემო ნაქალაქარი და მიმდებარე სოფლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა