სოფიო ხორგუანი ოქროყანელთა პრობლემების მოსაგვარებლად თბილისის მერიასა და მთაწმინდის გამგეობას მიმართავს

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი სოფიო ხორგუანი ოქროყანის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოქალაქეებმა თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს და სოფიო ხორგუანს დახმარება სთხოვეს.

ხორგუანის თქმით, ერთ-ერთ პრობლემად ეგრეთწოდებულ კოტეჯებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ბინის დაკანონების საკითხი დასახელდა.

,,ეს ხალხი, 30 წელია ოქროყანაში, კოტეჯებში ცხოვრობს. დაახლოებით ორასამდე ოჯახია დარჩენილი, რომელთაც ბინის დაკანონება ვერ მოახერხეს. ჩვენთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ სახლის შესყიდვის პროცედურები დაწყებული იყო, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა. არის მხოლოდ დაპირებები და რეალურად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა გამგეობას მიმართეს და ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინეს. ზოგიერთ მათგანს აქვს ინფორმაცია, რომ განცხადებების ნაწილი გამგეობიდან მერიაშია გადაგზავნილი და ეს პროცესი არჩევნებამდე დასრულდება, ნაწილმა კი არ იცის, თუ როდის გადაიგზავნება დარჩენილი განცხადებები, როდის დასრულდება მათი სახლების დაკანონების საკითხი ან საერთოდ დასრულდება თუ არა ოდესმე.

,,აღნიშნულიდან გამომდინარე, თხოვნით მივმართავ ქალაქ თბილისის მერს, კახა კალაძეს და მთაწმინდის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, დროულად დაასრულონ მოქალაქეთა მიერ სახლების შესყიდვის პროცესი. პრობლემა დარჩენილია ორასამდე ოჯახთან და მათ მიმართ თანასწორობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს. საჯარო მმართველობა საზოგადოების კეთილდღეობისთვის უნდა ხორციელდებოდეს. საჯარო მოხელეები ხელფასს თავიანთი მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად იღებენ და არა მოქალაქეების გაურკვევლობაში დასატოვებლად. მათ უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დროულად მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები. თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს ობიექტური, კანონიერი და ემსახურებოდეს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი სახელმწიფოსადმი ნდობის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავს დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა