ანონსი 7 მაისი

7 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია: „უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის სახელმწიფო პოლიტიკა და გამოწვევები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე“.

7 მაისს, 10:30 საათზე, დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: დავით ბაგრატიონი თბილისშია - მისი პოზიცია 8 მაისის სასამართლო სხდომისთვის და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

7 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი კოტე სვანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული საპატრიარქოს ღონისძიებები და მომღერლების უარი.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

7 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიასთან და ფონდ „ქართუს“ დირექტორ ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმში მიმდინარე სამუშაოებს და სხვა პროექტებს დაათვალიერებს.

საკონტაქტო: ქეთი დოლიძე - 577467117

7 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

მის.: ტექნოპარკი, ინოვაციების ქუჩა #7

საკონტაქტო: ელენე კერესელიძე 322 99 09 00, 995 598-25-19-91

7 მაისს, 11:00 საათზე, თსუ-ში, იურიდიული ფაკულტეტის მხარდაჭერით, გაიმართება მრგვალ მაგიდა - ,,სამართლებრივი დიალოგი - მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები“.

მის: პირველი კორპუსი, №06 აუდიტორია.

7 მაისს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში ბექა ნაცვლიშვილი დამოუკიდებელ პროფკავშირის “სოლიდარობის ქსელი”, სატრანსპორტო კომპანიის პროკავშირის “ერთობა 2013”, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირისა და სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

7 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გამართავს ბრიფინგს.

ბრიფინგის თემა: საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის თარიღი, წესები და ცვლილებები ბაღების ჩამონათვალში.

მის: ა.მიცკევიჩის 29ა, მესამე სართული.

საკონტაქტო: ნინო გულბათაშვილი 595 169 163

7 მაისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბრიგადის გენერალის, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოსის, ამირან სალუქვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნა საქართველოს “სამხედრო მიუმხრობლობის“ შესახებ და დაანონსებული აქცია, დავით გარეჯში შექმნილი ვითარება, პრეზიდენტის განცხადება აშშ-ის სამხედრო ბაზის შესახებ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1

საკონტაქტო.: 593 53 45 24

7-8 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ გაიმართება.

მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

7 მაისს, 12:00 საათზე, თელავის ტექნოპარკში პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერნეტისა და ელექტრონული წიგნიერების გავრცელებას რეგიონებში.

მის: თელავი, რუსთაველის გამზირი #11

7 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

7 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 მაისს,13:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან იოსელიანის საარჩევნო პროგრამის - “ისტორიული თბილისის რევიტალიზაციისა და განვითარების გეგმა” პრეზენტაცია გაიმართება.

მის: გიზო ნიშნიანიძის #7, ყოფილი კოჯრის ქუჩა

7 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 მაისს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „კალიგრამა - მუსიკად ქცეული ანბანი“.

გამოფენა გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „აღდგომიდან ამაღლებამდე“, ფარგლებში.

მის.: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N1/3

საკონტაქტო: მარიამ ჯაბიძე 577 977 199

7 მაისს, 15:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს და საქართველოში სსფ-ის მოქმედ და მომავალ მუდმივ წარმომადგენლებს, ფრანსუა პეშოსა და ფელინ ჩაკერს შეხვდება.

მის: საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, ოთახი 515

საკონტაქტო: ბელა ნოზაძე 591 01 51 59

7 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართება დისკუსია საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის წარმოების პრაქტიკისა და შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრას გახსნის გაეროს გლობალური შეთანხმების ოპერაციების მენეჯერი ალექსანდრა ტარაზი.

მის.: სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“, 26 მაისის მოედანი

საკონტაქტო: ეთუნა ცოტნიაშვილი 599512215

7 მაისს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეა“ სპეციალურად ქალებისთვის ღონისძიებას უმასპინძლებს.

თემა: როგორ უნდა მოუაროს თავს ორსულმა, როგორ იკვებოს, რა პირობებში იმუშაოს და როგორი ცხოვრების წესით იცხოვროს, – ამ და სხვა საკითხებზე მეან-გინეკოლოგი, თიკო გოთუა ისაუბრებს. ფსიქოლოგი ეკა ჯავახიშვილი კი ღონისძიების მეორე ნაწილს გაუძღვება და გეტყვით თუ როგორ უნდა მართოს ფეხმძიმე ქალმა სტრესი და შეინარჩუნოს კარგი განწყობა.

მის: ჭავჭავაძის 7

7 მაისს, 19:00 საათზე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ცენტრის ხუთი წლის ანგარიშს წარადგენს და 2014-2018 წლებში ცენტრის საქმიანობას შეაფასებს.

მის: სასტუმრო ROOMS HOTELS Tbilisi (Central Room), მერაბ კოსტავას ქ. N14

7 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით დახურულ შეხვედრას გამართავს.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის შეხვედრები მოსახლეობასთან

19:00 გოგებაშვილის ქუჩა 43 (მწერალთა სახლი)

19:45 რჩეულიშვილის ქუჩა (სტადიონთან )

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს