აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა ან დამატება დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტებს ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ექნებათ.

ამასთან, მათივე ცნობით, 7 მაისის 18:00 საათამდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილე კანდიდატებსაც.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. მესამე ეტაპი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება და ამის შემდეგ აბიტურიენტები განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა აბიტურიენტს, გაითვალისწინოს ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: www.naec.ge.

იხილეთ ვიდეო: აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა ან დამატება დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა