ჩეხეთში პრემიერის და იუსტიციის ახალი მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

პრაღის ცენტრში პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშისა და იუსტიციის ახალი მინისტრის, მარია ბენეშოვას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

მასში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ქუჩაში გამოსული მოსახლეობა ფიქრობს, რომ იუსტიციის ახალი მინისტრი მარია ბენეშოვა პრემიერ-მინისტრ ბაბაშის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს მიუკერძოებლად არ გამოიძიებს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების თანახმად, 2007 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხა ბაბაშმა თავისი ჰოლდინგისთვის გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება მას 2 მილიონი ევროს ოდენობით თანხის მითვისებას ედავება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა