ბექა ნაცვლიშვილმა დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა

რეფორმები, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მიმართულებით ტარდება, წარმოადგენს ევროკავშირის მოთხოვნების მექანიკურ შესრულებას და არ არის რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, პროფკავშირებთან „სოლიდარობის ქსელი“, სატრანსპორტო კომპანიის პროფესიულ კავშირთან „ერთობა 2013“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ კავშირთან და სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რაც მისი თქმით, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

„რეფორმები, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მიმართულებით ტარდება, წარმოადგენს ევროკავშირის მოთხოვნების მექანიკურ შესრულებას, არის სიმულაცია და არ არის რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული. ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლები თითქოს აღიარებენ, რომ ვითარება სავალალოა, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ. თუ თვითონ არ იციან, რა რეფორმებია ვითარების გამოსასწორებლად საჭირო, მაშინ მათ ჩვენი ინიციატივები უნდა გაიზიარონ. თუ ჩვენი ინიციატივები არ იქნება გაზიარებული, მაშინ ეს კიდევ ერთხელ გამოააშკარავებს, რომ მშრომელთა მდგომარეობა და მშრომელთა უფლებები მათთვის პრიორიტეტული არ არის.

ამიტომ, ჩვენ შევთავაზებთ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს. გარდა ამისა დაიწყება ხელმოწერების შეგროვება და ფართო საზოგადოებრივი კამპანია ამ ინიციატივების მხარდასაჭერად,” - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შემდეგი მოთხოვნები წამოაყენეს:

1.შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე;

2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში, კანონით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.

3. შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა;

4. მკაცრად მოხდეს ზეგანაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანაკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით.

5. სრული განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში) მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 400 ლარის ოდენობით) და ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია.

6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ მოხდება, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა