მანქანის მძღოლი, რომელსაც ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

მანქანის მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, # 46 ავტობუსის მძღოლი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მის გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულს გულისხმობს.

თავის მხრივ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, #46 ავტობუსის მძღოლი კერძო მანქანის მძღოლმა დაჭრა, ინციდენტს კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შელაპარაკება არ მომხდარა მგზავრსა და მძღოლს შორის. მძღოლი კერძო ავტომობილის მძღოლმა დაჭრა ცივი იარაღით. შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი პირი, ავტობუსის მძღოლია დაჭრილი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

ცნობისთვის, დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი ცოტა ხნის წინ დაჭრეს. შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა