მაია ცქიტიშვილი - იმის გამო, რომ ანაკლიის კონსორციუმს დასჭირდა სახელმწიფოს დახმარება თანხების მოზიდვაში, იძულებული გავხდით პროცესში ჩავრთულიყავით

იმის გათვალისწინებით, რომ კონსორციუმს დასჭირდა სახელმწიფოს დახმარება თანხების მოზიდვის ნაწილშიც, იძულებული გავხდით ამ პროცესში ჩავრთულიყავით. მთლიანობაში ეს არის ვალდებულება, რომელიც კონსორციუმს აქვს აღებული ხელშეკრულებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ინტერპრესნიუსს" ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებთან მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, კითხვები მოლაპარაკებების შესახებ კონსორციუმს ეხება, რადგან სწორედ მისი ვალდებულებაა დაფინანსების მოძიება და პორტის მშენებლობა და სწორედ ფინანსების მოძიებისას სახელმწიფოს დახმარების საჭიროებამ განაპირობა მოლაპარაკებების საჭიროება.

„შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმია ინვესტორი, რომლის ძირითადი ვალდებულებაა დაფინანსების მოძიება და პორტის მშენებლობა. ამიტომ, ძირითადი კითხვები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არის კონსორციუმისკენ. ეს არის ვალდებულება, რომელიც კონსორციუმს აქვს აღებული და შესაბამისად, ამ ეტაპზე ერთად ვმუშაობთ, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოვება იმ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროა და მოთხოვნილია ინვესტორი ბანკების მხრიდან, რათა მათ კონსორციუმს სესხი გამოუყონ. ერთხელ უკვე გაიმართა შეხვედრა, გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია და კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, რომ განვიხილოთ ინვესტორების მიერ მოთხოვნილი 8 პუნქტი და არა მარტო ეს. ვნახოთ, რით დამთავრდება ეს შეხვედრა. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ვადა, რომ შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. 15 ივნისამდე ჯერ დრო გვაქვს",-განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა