მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, ეს არის ფაბრიკაცია

ასეთი საუბარი არ ყოფილა, ეს არის ფაბრიკაცია - ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მის ძმის შვილთან, მორის მაჩალიკაშვილთან საუბრის

შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მისი განადგურება სურს.

"მე ვითხოვ დაიჭირონ ჩემი შვილის მკვლელები, ეს დანაშაული სახელმწიფოს აქვს ჩადენილი. ესენი ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერ მეთოდს მიმართავენ, რომ გამანადგურონ, მაგრამ ეს არ მოხდება",- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამის შემდეგ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვა. მისი თქმით, სალოცავად წავიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად სად წავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა