მამუკა მდინარაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - სახელმწიფომ მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან

სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების მეშვეობით , კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე დანაშაული აიცილა თავიდან, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას.

როგორც მდინარაძე ამბობს, დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს, ეს გამოძიების საქმეა და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული.

„რეალური როგორ არ იყო, როცა კონკრეტული მასალები არსებობს და ჩვენც ვნახეთ?! ალბათ, იმის იქეთ კიდევ არის რაღაც მონაცემები და კარგია, რომ თავიდან იქნა აცილებული ძალიან მძიმე ფაქტი. დანარჩენზე ალბათ, გამოძიება საბოლოოდ გასცემს პასუხს. მე დეტალები არ ვიცი. იქ იყო კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული საუბარი და ამის თავიდან აცილების ფაქტი, ბუნებრივია, დადებითად უნდა შეფასდეს. სახელმწიფომ შესაბამისი უწყებების მეშვეობით კიდევ ერთხელ ძალიან მძიმე ფაქტი აიცილა თავიდან. რაც შეეხება დაკავებას, ეს გამოძიების საქმეა, მტკიცებულებებზეა დამოკიდებული. აქ გასათვალისწინებელია ბევრი იურიდიული ნიუანსი - ჰქონდა თუ არა უკვე დამთავრებულ დანაშაულს ადგილი, თუნდაც დანაშაულის მომზადებასთან მიმართებით, თუ ეს თავიდან აცილებული იქნა განზრახვის გახმოვანებისთანავე და მოასწრეს თუ არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. საუბარია იმაზე, რომ მომზადების ფაქტს მაინც ჰქონდა თუ არა ადგილი. მომზადება ნიშნავს იმას, დანაშაულის ჩასადენად კონკრეტული პირობების შექმნას. თუ ამ პირობების შექმნაც ვერ მოასწრეს და პირველივე ეტაპზე, განზრახვის გახმოვანებისთანავე აღკვეთეს, აქ შეიძლება დანაშაულთან არ გვქონდეს საქმე და გვქონდეს საქმე სავარაუდო შემთხვევის თავიდან აცილებასთან. მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე დანაშაული, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, თავიდან იქნა აცილებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე გამორიცხავს იმას, რომ საქმე არარეალურ ამბავთან გვქონდეს.

„რაზე უნდა ვისმჯელოთ ახლა, სუს-მა ეს დაამონტაჟა და აჩვენა საზოგადოებას? და ეს არის სუს-ის მოკლევადიანი სტრატეგია, ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ? ვინ გაბედავს, როგორ უნდა გაბედოს, რომ ერთკვირიანი და ორკვირიანი ტყუილი გამოაქვეყნონ. ტყუილია ეს ამბავი! მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება აქ არარეალურ ამბავთან გვქონდეს საქმე. წარმოუდგენელია ეს ვინმემ გაბედოს და მოიფიქროს, დღევანდელ დღეს მით უმეტეს. ნამდვილად არ მაქვს სუს-ის მხრიდან ამის მოლოდინი. ერთადერთი მოლოდინი და დაშვება შეიძლება იმის, რომ ეს არის რეალური მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი რამ თავში არავის მოუვიდოდა. დიდი დრო არ დაჭირდება იმას, რომ დაიდება ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომელიც ჩანაწერის ავთენტურობას დაადასტურებს და ნათელი მოეფინება გამოძიების პერიოდში ამ საქმეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან