ანრი ოხანაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ტერორიზმი წარმოადგენს ყველა ცივილიზებული საზოგადოების გამოწვევას - ყველამ უნდა დავგმოთ მსგავსი ქმედებები

საზოგადოების კონსოლიდაცია ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ერთია. ჩვენი საზოგადოებაც ერთიანი უნდა იყოს, რათა დავგმოთ მსგავსი, უმძიმესი ტიპის დანაშაულებრივი გამოვლინებები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

ოხანაშვილმა ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ უმძიმესი დანაშაულის განხორციელება აღკვეთა.

„სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან მძიმე დანაშაულის თავიდან აცილება მოახერხა. თუ კი ეს მოხდებოდა, ეს იქნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. შესაბამისად, სუს-ის მეშვეობით, აღიკვეთა აღნიშნული დანაშაულის განხორციელება. ტერორიზმი არის გამოვლინება, რომელიც წარმოადგენს ყველა ცივილიზებული საზოგადოების გამოწვევას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ მსგავსი ტიპის ქმედებები და საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ასეთი ტიპის დანაშაულების წინააღმდეგ. მთავარია, რომ სახელმწიფო აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. კონკრეტულმა სახელმწიფო ორგანოებმა იმუშავეს ძალიან კარგად და თავიდან აირიდეს უმძიმესი დანაშაულის განხორციელება.

ჩვენ ყველამ ვნახეთ ჩანაწერი, სადაც საუბარია კონკრეტულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, იურიდიულად ეს გადამოწმებას ექვემდებარება და ავთენტურობის საკითხი იქნება შემოწმებული. რაც შეეხება რაიმე სახის ანგარიშსწორებას, ეს არის გამორიცხული, საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტული ქმედების, ტერორისტული აქტის დაგეგმვაზე და შესაბამისად, ამას იურიდიული მხარე აქვს. კონკრეტულ საკითხებს უკვე გამოძიება დაადგენს, თუმცა საზოგადოების კონსოლიდაცია ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ერთია, ჩვენი საზოგადოებაც ერთიანი უნდა იყოს, რათა დავგმოთ მსგავსი, უმძიმესი ტიპის დანასაულებრივი გამოვლინებები,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა