მორის მაჩალიკაშვილის დედა - ჩვენ არ ვართ ტერორისტები -  ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ

არაფერი არ ვიცი, სად ყავთ და რას ეკითხებიან, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განუცხადა.

მედიკო მარგოშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს და მისი ოჯახის წინააღმდეგ გამიზნულ პროვოკაციას უწოდებს.

„შორს არის ჩვენგან ყველა მსგავსი ამბავი. არავითარი ტერორისტები ჩვენ არ ვართ. რა აფეთქება, რის დაგეგმვა. ჩემი შვილი არაფერს გეგმავდა“, - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი იკითხება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყება ეჭვობს, რომ მორის მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის განხორციელების გზით რამდენიმე ადამიანის მკვლელობის თაობაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის თანამონაწილე უნდა იყოს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში“, - აცხადებენ სუს-ში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა