მიხეილ ყაველაშვილი სპორტის სამართლის სპეციალისტს, შვეიცარიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლუსიენ ვალონეს შეხვდა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სპორტის სამართლის სპეციალისტს, შვეიცარიის ფეხბურთელთა ასოციაციის (SAFP) პრეზიდენტს, ლუსიენ ვალონეს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა სპორტის სამართლის საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის, სპორტული არბიტრაჟის სისტემაზე. „ლუსიენ ვალონე საკმაოდ დიდი ხანია მოღვაწეობს სამართლის და მათ შორის, სპორტული სამართლის დარგში. ხვალ, შვეიცარიელი სტუმარი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი კომიტეტის ეგიდით გამართულ კონფერენციაში, სადაც სპორტული ფედერაციებისა და სპორტში მოღვაწე იურისტები იმსჯელებენ სპორტის სამართლის მიმართულებით ქართულ სპორტში არსებულ გამოწვევებზე. კონფერენციაზე, ასევე საუბარი იქნება სპორტის ახალ კანონზე, რომელზეც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მუშაობს და სპორტულ არბიტრაჟზე, რომელსაც ჩვენი სპორტული საზოგადოება დიდი ინტერსით ელოდება“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა