გიგა ბოკერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე -  თუ ეს ფაბრიკაცია არ არის, ძალიან მძიმე სურათია და  მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას

თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია და ფაბრიკაცია არ არის, ეს ძალიან მძიმე სურათია და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცის, რომლის თანახმად მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ეს ჩანაწერი და საერთოდ, ეს განვითარება არ ხსნის იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს თავდაპირველ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ფატალური შემთხვევა მოჰყვა.

ამასთან, ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არაფრის ავთენტურობას არ აყენებს ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ზოგადად, ფონი ნდობის თვალსაზრისით მძიმეა ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. რაც მოვისმინეთ, ეს, თუ ავთენტურია ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი და ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა