ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი - კიდევ არის შესაძლებლობა, რომ 2021 წლის დასაწყისში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ

ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ 2021 წლის დასაწყისში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმია გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, თავდაპირველი გრაფიკი შესაძლოა 2-3 თვით დაგვიანდეს.

„თავდაპირველი გრაფიკით, პორტში პირველი გემის 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში მიღება იგეგმებოდა. ამ დროის მდგომარეობით შესაძლოა, თავდაპირველი გრაფიკი 2-3 თვით დაგვიანდეს, თუმცა კვლავ არის შანსი, რომ პირველი გემი 2021 წლის დასაწყისში მივიღოთ. მოლოდინები მაღალი გვაქვს. გვინდა, რომ გარკვეული გარდატეხა და პრინციპული შეთანხმება იყოს მიღწეული. დაველოდოთ პროცესების განვითარებას“, - აცხადებს ახვლედიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა