მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი -  მიუხედავად იმისა,  რომ მამაჩემის ხმა ვიცანი, არ მჯერა ჩანაწერის შინაარსის

მამაჩემის ხმას ჰგავს, ვიცანი, მაგრამ თითქმის ერთი წელია მამა და ჩემი ბიძაშვილი 24 საათი ერთად არინ. როგორ ფიქრობთ, ასეთ რამეს ტელეფონით რატომ დაგეგმავდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილმა, ნატა მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა.

„ვუსმინე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, ვიცანი მამაჩემის ხმა, თუმცა აქ არ ისმის ჩემი ბიძაშვილის ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის ხმა ვიცანი, არ მჯერა ჩანაწერის შინაარსის. ჩვენი ოჯახი თემირლანის სიკვდილიდან დღემდე ვუბრძვით, რომ ტერორისტების სახელი მოვიშოროთ და ამას არავინ დაგეგმავდა. ოჯახშიც არ ყოფილა ამაზე სუბარი არასოდეს. რაც შეეხება მამაჩემის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა აფეთქებას აპირებდა, ეს იყო ემოციურ ფონზე. მაშინ ამაზე თვითონაც ისაუბრა. ჩვენ ვფიქრობთ და ეს ცხადიც არის, აქამდე ვერ დაამტკიცეს თემირლანის კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებასთან და ამით ცდილობენ პროვოკაცია მოგვიწყონ. ამით ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ტერორისტები ვართ, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. ჩვენ არაეთხელ გვიხსენებია იოსებ გოგაშვილის გვარი, როგორც ოჯახში, ასევე საჯაროდაც, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით მის სამართლებრივ დასჯას. სხვა მიზანი ჩვენ არ გვქონია“, - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა