ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან გატაცებული 72 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს

72 წლის ამირან მელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან გაიტაცეს, გაათავისუფლეს. ოკუპანტების მიერ მისი გათავისუფლების ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

ამირან მელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 მაისს დააკავეს. ამირან მელაძის საცხოვრებელი სახლი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, მელაძე ბაღში სატაცურს კრეფდა, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ, მამაკაცი დააკავეს და ოკუპირებული არცევის მართულებით წაიყვანეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა