ანონსი 8 მაისი

8 მაისს, 09:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: 228-13-50

8 მაისს, 09.30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ პროექტის - „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ - დასკვნით კონფერენცია - გაიმართება: პარტნიორობა, შემაფერხებელი ფაქტორები და პოტენციალი" - გაიმართება.

კონფერენციას გახსნიან პროექტის მთავარი პარტნიორები: ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, გიედრიუს პუოჯუნასი - ლიეტუვის ელჩი საქართველოში და პაველ ვიზდალი - სლოვაკეთის ელჩი საქართველოში.

8 მაისს, 10:00 საათზე, მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში 9-წლიანი პატიმრობა მისჯილი გიორგი თევზაძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე და ჯგუფი „თავისუფლება გიოს“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ცნობილი სახეები უკანონო პატიმრობის წინააღმდეგ, მიმართვა სააპელაციო სასამართლოს და უდანაშაულობის კონკრეტული ფაქტები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

8 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, სადაც საარბიტრაჟო დავის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს - პროცედურული კონფერენციის, პროცედურულ საკითხთა შესახებ დადგენილებასა და მათ შედეგებს განიხილავენ. სამუშაო შეხვედრაში პრაქტიკოსი იურისტები, პოტენციური არბიტრები, ადვოკატები და მხარეთა წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებსაც გამოცდილებას საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ერთად, წამყვანი იურიდიული ფირმებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გაუზიარებენ. ღონისძიება იმართება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) მხარდაჭერით.

8 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი №316 (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: 228-16-37

8 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმროში „იოტა“ იუსტიციის სახლი წარადგენს ერთიანი შეფასების სისტემის ევროპული მოდელის დანერგვის შუალედურ შედეგებს.

მის.: თბილისი, ლერმონტოვის ქ. 10, სასტუმრო „იოტა“,

საკონტაქტო: ანა გიგინეიშვილი, იუსტიციის სახლი, 599 850780, სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907, ირა სულავა, UNDP საქართველო, +995 599 579105

8 მაისს, 10:30 საათზე, ილიას ბაღში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ახალი ავტომატური სადგური გაიხსნება.

მის: აღმაშენებლის #73

8 მაისს, 11:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს MAN-ის ფირმის ახალ 10-მეტრიან ავტობუსებს წარუდგენს.

8 მაისს, 11:00 საათზე, ეკონომიკური პოლტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) გამართავს დისკუსიას: „საქართველოს ექსპორტის პოლიტიკა და მისი შედეგები“.

მის: მერაბ კოსტავას ქ.14, სასტუმრო “რუმსი“

8 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, სოფიო მექანარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მოვალეთა რეესტრის უახლესი საგანგაშო მონაცემები, კომერციული ბანკების მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში დასაკუთრებული ქონებები და არსებული მდგომარეობის ანალიზი.

მის: წერეთლის გამზირი 99, 1 სართული.

საკონტაქტო: 599 291202 ; 593 53 45 24

8 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე სიტყვით გახსნის საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგს თემაზე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი: შესაძლებლობები და გამოწვევები“.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

8 მაისს, 11:00 საათზე, უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულთან დაკავშირებით, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიის “ჯიპიაი ჰოლდინგის ” წარმომადგენლები ილიასა და ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ და ისაუბრებენ საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებაზე, საფრთხესა და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობებზე.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, აუდიტორია D106

საკონტაქტო : ნანა კეზევაძე, 591 930 180

8 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

8 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

8 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

8 მაისს, 11:00 საათზე, „2020 NEWS“ პრესკლუბში ადვოკატები ზაზა ხატიაშვილი და ფრიდონ სიხუაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის და ფულის გათეთრების ფაქტები.

მის: პეკინის 34, ბიზნესცენტრი „საბურთალო“, მესამე სართული.

საკონტაქტო: 514 33 49 49

8 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

8 მაისს 12:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მოსახლეობას შეხვდება.

მის: მელიქიშვილის გამზირი, სასტუმრო „საქართველოს“ გვერდზე, დოდო აბაშიძის სახელობის სკვერში

8 მაისს, 12.00 საათზე, „თეგეტა მოტორსის“ მიერ „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 30 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისიასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #5, თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალი.

8 მაისს, 12:45 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად მცხეთაში დასრულებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებს მოინახულებენ.

მის: მცხეთა, წერეთლის #15 მიმდებარედ

საკონტაქტო პირი ილონა ხვიჩია - 591705481

8 მაისს, 13:00 საათზე, ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს.

თემა: მტკიცებულებები სააფთიაქო ბიზნესში არსებული კარტელური შეთანხმების შესახებ.

მის: ჭავჭავაძის ქუჩა N 54-ში მდებარე სააფთიაქო კვანძის წინ ( თურქეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს ).

საკონტაქტო: 577 18 99 42

8 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

საკონტაქტო: 228-15-13

8 მაისს, 13:30 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: 228-16-23

8 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

საკონტაქტო: 228-16-08; 228-16-72

8 მაისს, 14:30 საათზე, რუსთაველზე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი და მისი შტაბის ხელმძღავანელი ალექსანდრე ელისაშვილი საგანგებო განცხადებას გაკეთეებენ, საარჩევნო ზეწოლასთან დაკავშირებით.

მის: სავაჭრო ცენტრი გალერიას წინ

8 მაისს, 15:00-დან 17:00 საათამდე, კაფე „სტამბაში“ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით , საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, მართავს ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ჟენევის კონვენციების 70-ე წლისთავს.

8 მაისს, 15:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანა ბაგრატიონ- გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ახალი დეტალები ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეში - მოწმეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები. ადვოკატი მედიას ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს.

დავა ქონების გაყოფაზე და სასამართლოს გადაწყვეტილება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო.: 593 53 45 24

8 მაისს, 16:00 საათზე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან. შეხვედრა წარიმართება დიალოგის ფორმატში.

მის.: რუსთაველის გამზ. #29. სასტუმრო „ბილთმორი“.

საკონტაქტო: ანანო გომართელი 577791999

8 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

საკონტაქტო: 228-17-12

8 მაისს, 18:00 საათზე „ბეთლემის 10“-ის სამუზეუმო სივრცეში „დამსხვრეული ურთიერთობების“ გამოფენა გაიხსნება.

მის: ბეთლემის ქუჩა #10;

საკონტაქტო: 595 220920 ნატო ანანიაშვილი

8 მაისს, 18:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“, „თიბისისა“ და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნება, რომლითაც მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი იწყება.

მის: მარჯანიშვილის #7; IV სართული.

8 მაისს, 18:15 საათზე, ჭიათურაში, ჭიათურის მერობის კანდიდატი, ზურაბ კუპატაძე და პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მოსახლეობას შეხვდებიან.

მის: სოფელ შუქურის ცენტრში, ე.წ. მუხების მიმდებარედ

საკონტაქტო: 577 01 77 99