სუდანის სამხედრო საბჭო ქვეყანაში შარიათის კანონების დაწესებას გეგმავს

სუდანის სამხედრო საბჭოს შარიათის კანონების დაწესება სურს. საბჭოს ხელმძღვანელების განცხადებით, ქვეყნის ახალი კანონმდებლობის საფუძველი სწორედ შარიათის კანონი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, გასულ თვეს სამხედრო საბჭომ პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გადააყენა.

ამჟამად ქვეყანას სწორედ სამხედრო საბჭო მართავს, მოსახლეობა კი მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს არ წყვეტს და დემოკრატიულ მთავრობას ითხოვს.

ჩიხშია შესული ოპოზიციასა და სამხედრო საბჭოს შორის მოლაპარაკებებიც. თუმცა, როგორც საბჭოს პრესსპიკერი აცხადებს, იმისათვის, რომ გამოსავალი იპოვონ, საბჭო მომდევნო 6 თვეში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს. თავის მხრივ ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ისინი შეთავაზებას განიხილავენ და პასუხს უახლოეს მომავალში აცნობებენ საბჭოს და მოსახლეობას.

იხილეთ ვიდეო: სუდანის სამხედრო საბჭოს შარიათის კანონების დაწესება სურს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა