დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მანდატი გაძლიერდა

სახალხო დამცველი მიესალმება 3 მაისს მიღებული კანონით დისკრიმინაციის საქმეებზე მისი მანდატის გაძლიერებას და ახალ ცვლილებებს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

მისივე თქმით, მანამდე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, სახალხო დამცველს კერძო სექტორში დისკრიმინაციის საქმეების შესწავლისათვის აუცილებელი ბერკეტებით ვერ უზრუნველყოფდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, კერძო პირებს არ ევალებოდათ სახალხო დამცველისათვის საქმის გამოსაკვლევად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, მისი რეკომენდაციის განხილვა და შედეგების შეტყობინება.

მათივე ცნობით, 2014 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში სახალხო დამცველმა კერძო პირების მიმართ სულ 24 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 16 რეკომენდაციაზე პასუხი საერთოდ არ მიუღია.

„ახალი ცვლილებებით, კერძო პირებს ექნებათ სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში კი, მისი განხილვისა და შედეგების სახალხო დამცველისათვის შეტყობინების ვალდებულება. აღნიშნული მოვალეობების შეუსრულებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად იქნება მიჩნეული და სანქციის სახით ჯარიმას გაითვალისწინებს. ამავდროულად, სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს სარჩელით კერძო პირების წინააღმდეგაც, თუ ისინი რეკომენდაციას არ გაიზიარებენ. მსგავსი შესაძლებლობა მანამდე მოქმედი კანონით მხოლოდ საჯარო სექტორის მიმართ არსებობდა.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2015 წლიდან ითხოვდა. იმავე წელს ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც პარლამენტში მალევე შეჩერდა და რაიმე შედეგამდე არ მისულა. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტების ყველაზე პრინციპული დებულებები პარლამენტის მიერ 3 მაისს მიღებულ კანონში უკვე ასახულია. სახალხო დამცველი ასევე მიესალმება სექსუალური შევიწროების საქმეებზე აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას. გოგონების, ქალებისა და მთლიანად საზოგადოების თითოეული წევრის უფლებების დაცვისათვის წინგადადგმული ნაბიჯია ახალი კანონით საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა და ჯარიმების შემოღება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ფართო სოციალური კამპანიის წარმოება და ინფორმაციის გავრცელება, რათა მას ჰქონდეს პრევენციის ეფექტი; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება სამართალდარღვევის თავიდან აცილება - ყველა სათანადოდ იყოს ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ და არც ერთი მოძალადე არ დარჩეს დაუსჯელი.

იმედია, ახალი კანონი და მისი აღსრულება საჯარო სივრცეებს უსაფრთხოს გახდის ქალების, გოგონებისა და ყველა სხვა პირისათვის (მაგალითად, მეტროში ქალების 45%-ს განუცდია სექსუალური შევიწროება – ქალთა საინფორმაციო ცენტრის 2014 წლის კვლევა)“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ქალების წვლილს ზემოაღნიშნული კანონის მიღებაში, რომლებმაც ხმა აიმაღლეს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, გამოიყენეს მათ ხელთ არსებული მწირი სამართლებრივი საშუალებები და შექმნეს სექსუალური შევიწროების პირველი სამართლებრივი საქმეები.

სახალხო დამცველი მაქსიმალურად გამოიყენებს ახალ საკანონმდებლო შესაძლებლობებს ქვეყანაში თანასწორობის გარემოს დასამკვიდრებლად.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში PSP თურქეთის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის „აბდი იბრაჰიმის“ ხელმძღვანელობას შეხვდა
ახალი წლიდან სილქნეტის ოპტიკურ ქსელში სატელევიზიო პაკეტები იცვლება
„ავერსში“ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო
2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება