ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, სტადიონი 1700 მაყურებელზეა გათვლილი და უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი მინდორია დაგებული.

„პროექტის ფარგლებში მოეწყო 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა, შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. დაიგო უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი მინდვრის საფარი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა“, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

პროექტის ღირებულებამ 1 863 000 ლარი შეადგინა.

ფოთის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ელიტა ბურჯმა“ შეასრულა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა