მამუკა ბახტაძე - 90 უმაღლესი სტანდარტის ავტობუსია შეძენილი, წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა, თბილისში ძველ პარკს მთლიანად ჩავანაცვლებთ

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა.

მისივე თქმით, თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რამდენიმე თვის წინ, მე და კახა კალაძემ ერთად დავაანონსეთ, რომ ჩვენს ქალაქში დავიწყებდით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს და ეს პირველ რიგში, შეეხებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამ წარსულს ჩავანაცვლებდით მომავლით. ახალი, 90 უმაღლესი სტანდარტის, ევროპული კატეგორიის ავტობუსი არის შეძენილი, წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ჩავანაცვლებთ თბილისში ძველ პარკს. ამასთან ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რომ მომავალ წელს განაგრძოს ეს პროგრამა. მომავალ წელს უკვე დაგვემატება ელექტროავტობუსები“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხელისუფლების ამოცანაა, რომ თბილისი გახდეს ევროპული კატეგორიის დედაქალაქი.

„ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენს მიერ გაცხადებული მწვანე პოლიტის შემადგენელი ნაწილი და ძალიან მიხარია, რომ კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად, მოკლე ვადებში შეძლო ამ პროექტის რეალიზაცია. მინდა, მას და მის გუნდს გადავუხადო მადლობა. ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი აუცილებალდ უნდა გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი, ყველა კატეგორიის სტანდარტის მიხედვით, მათ შორის, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ ვიცით, რომ თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა