აშშ-მა ვენესუელელ გენერალს სანქციები მოუხსნა

აშშ-მა ვენესუელელ გენერალს მანუელ კრისტოფერ ფიგუერას სანქციები მას შემდეგ მოუხსნა, რაც იგი ნიკოლას მადუროს განუდგა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი იტყობინება.

ფიგუერა ვენესუელის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსია.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხრიდან დღევანდელი ნაბიჯი სხვებისთვის წამახალისებელი იქნება, რათა ისინი მიყვნენ გენერალ კრისტოფერ ფიგუერას და სამხედრო უწყების სხვა წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

შეგახსენებთ, ვაშინგტონი ვენესუელას ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო: აშშ-მა ვენესუელელ გენერალს მანუელ კრისტოფერ ფიგუერას სანქციები მოუხსნა მას შემდეგ, რაც იგი ნიკოლას მადუროს განუდგა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა