საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ომბუდსმენის და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს. საპატრიარქო ითხოვს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდონ და ინტერესდება თუ რატომ არ შეასრულა იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია.

„ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარების შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი ჩართო. მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც.

ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ, თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,- ნათქვამია საპატრიარქოს წერილში, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი პატარაძეს გადაეგზავნა.

ამასთან, საპატრიარქო სახალხო დამცველისგან ითხოვს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ თვეზე მეტია გასული სახალხო დამცველის რეკომენდაციისგან და ამ ხნის განმავლობაში სასჯელაღსრულების უწყებას ომბუდსმენის რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პასუხს საპატრიარქოსადმი, ომბუდსმენის საპასუხო წერილში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაცია მიიღეს და უწყებიდან მიღებული მასალები დამატებით შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ისინი აგრძელებენ იუსტიციის სამინსისტროსთან კომუნიკაციას და აკვირდებიან სამსახურის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. ამის შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში დამატებით ღონისძიებებს მიმართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა