სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე ისევ დაიბარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე 15:00 საათზე უნდა მივიდეს.
ამასთან, ამ წუთებში სუს-ში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პანკისის მცხოვრების, ასლან მარგოშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ასლან მარგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ბიძაშვილისშვილია.