გერგეთამდე მისასვლელ გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე სტიქიური მოვლენების გამო გზის საფარი დაზიანდა. პრობლემის დაფიქსირებისთანავე, გზების დეპარტამენტის მხრიდან საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მყისიერი რეაგირება მოხდა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დეპარტამენტის ტექნიკურმა სამსახურებმა ობიექტი ოპერატიულად დაათავლიერეს და სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები დასახეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუთხით უკვე დაწყებულია. პარალელურ რეჟიმში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოებიც დაიწყება. აღსანიშნავია, რომ დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდან ხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება. პრობლემის აღმოფხვრას წინასწარი შეფასებით 1,5-2 თვე დასჭირდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა