დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პროვოკაციის მოწყობას შეეცადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა ბერიძე პროვოკაციის მოწყობას შეეცადა, - ამის შესახებ დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან", ანზორ ბოლქვაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა. დეპუტატის თქმით, ხათუნა ბერიძე სასტუმროში ტურისტის სტატუსით შევიდა, თუმცა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ მოქმედებდა. დეპუტატის თქმით, სასტუმროსთან „ქართული ოცნების" შტაბი მდებარეობს და ხათუნა ბერიძე ვიდეო რგოლებს ამზადებდა და „ნაციონალურ მოძრაობას" აწვდიდა.

„ეს ქალბატონი შევიდა სასტუმროში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, იღებდა ყველაფერს, რაც ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს უკავშირდებოდა. ის პროვოკაციის მიზნით შევიდა სასტუმროში, ამ ხალხმა სოციალურ ქსელში ვიდეოებიც გაავრცელა, იპოვეს კაცი, რომელსაც აგინებინეს და უხამსი სიტყვები გამოაყენებინეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, კიდევ გეგმავდნენ ალბათ რამეს", - განაცხადა ანზორ ბოლქვაძე.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ განაცხადა, ანზორ ბოლქვაძემ მათ წევრს, ხათუნა ბერიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„წინასაარჩევნო პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ირაკლი ჯორბენაძის შტაბის წევრი ხათუნა ბერიძე, ის განთავსდა საცხოვრებლად სასტუმრო ,,ხულოში“. 7 მაისს, საღამოს, სასტუმროში მივიდა პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე თანმხლებ პირებთან ერთად. ისინი იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და აგრესიულად მოითხოვეს ქალბატონ ხათუნას დაეტოვებინა სასტუმროს ნომერი, რომელიც მას რამოდენიმე დღით ნაქირავები ჰქონდა. ანზორ ბოლქვაძე და მისი ზონდერ ჯგუფი არ მოერიდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი“, - განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სასტუმრო „ხულოში" მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის" კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა