სოსო გოგაშვილის განცხადებით, მამამისის სასაფლაოს ტერიტორია მალხაზ მაჩალიკაშვილს შესწავლილი ჰქონდა  და „თავიდან ბოლომდე იცოდა, სად რა ხდებოდა“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ადგილი, სადაც სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა, შესწავლილი ჰქონდა. როგორც ცნობილია, სუს-ის განმარტებით, აღნიშნული ადგილი გოგაშვილის მამის სასაფლაოა.

როგორც გოგაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მაჩალიკაშვილი მისი ოჯახის განადგურებისთვის „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ემზადებოდა.

„ის ამას გეგმავდა, კონკრეტული დავალებები გასცა, ადგილზეც ნამყოფები არიან, შესწავლილი აქვთ ის ადგილი და თავიდან ბოლომდე იცოდნენ სად, რა ხდებოდა. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტი არ მოხდა და რომ მას ამის განზრახვა ჰქონდა. თუ ის ამას გააკეთებდა, ეს იქნებოდა შემდგარი დანაშაული მსხვერპლით და, რა თქმა უნდა, რეზონანსული საქმე იქნებოდა - მოკლავდნენ გოგაშვილს და მის თანმხლებ პირებს“, - განაცხადა გოგაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, „რატომ მაინცდამაინც სასაფლაოზე“, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის აზრით, მაჩალიკაშვილს სასაფლაო იმის გამო ჰქონდა შერჩეული, რომ „რესტორნებსა და ბარებში სიარულით არ გამოირჩევა“.

„სავარაუდოდ, მან იცოდა, როგორ გადავაადგილდებოდი და ალბათ, ჩათვალა, რომ ჩემი განადგურება სხვაგან შეუძლებელი იყო, რადგან სულ მეგობრებთან ერთად ვმოძრაობ და გახსნილი ცხოვრების სტილით არ ვცხოვრობ, რესტორნებში, ბარებში, საჯარო ადგილებში არ დავდივარ. სამსახურმა რაღაცნაირად ჩამკეტა და სამსახურის შეცვლის შემდეგაც ვაგრძელებ ასე ცხოვრებას. აქედან გამომდინარე ჩათვალა ალბათ, რომ იქ უნდა გაეკეთებინა ეს და თან ეს რაღაცნაირი აქტი იქნებოდა - სასაფლაოზე მასიურ მკვლელობას მოაწყობდა, თუ რას იზამდა, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხონ. იქ იმიტომ დაგეგმა ალბათ, რომ ყველაზე მოწყვლადი ადგილი იქნებოდა სასაფლაო, რადგან იქ გავდივართ მთელი სანათესაო“, - აღნიშნა გოგაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა