მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა და მისი შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და საარჩევნო ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლევან იოსელიანის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, რამდენიმე დღის უკან, მისი შტაბის წევრებს დაუკავშირდა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი და მოსთხოვა, მთაწმინდის რაიონში არსებული საარჩევნო ბანერების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კანონი და წესდება საპრომოციო ბანერების ამ ფორმით განთავსებას არ კრძალავს.

„ცხადია, ჩვენ მათი მოთხოვნა არ დავაკმაყოფილეთ და ამის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზეგ,10 მაისს, საკრებულოს სხდომაზე გეგმავენ სპეციალური წესის მიღებას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავენ ბანერების განთავსების ახალ წესს და მაშინ უნდა მიანიჭონ მას უკუქცევითი ძალა, რომ დაგვავალდებულონ აღნიშნული ბანერების ჩამოხსნა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და სხვა არაფერი.

მათ გადააჭრელეს საკუთარი კანდიდატის ბანერებითა და პოსტერებით მთელი ქალაქი, ხოლო ჩვენ თავისუფალ ზონებში რამდენიმე ბანერის გაკვრას გვიკრძალავენ. თუ ისინი, პარასკევს ამ სრულიად არაგონივრულ გადაწყვეტილებას გამოიტანენ, რადგან ასე აშინებთ ჩვენი მაღალი და პოზიტიური რეიტინგი საზოგადოებაში, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მივმართავთ, ხმაურიან განცხადებებსა და მსვლელობებს არ მოვერიდებით, როგორც ქალაქის საკრებულოსთან ისე მერიასა და სხვა შესაბამის დასწესებულებებთან”,- აცხადებს ლევან იოსელიანი.

იხილეთ ვიდეო: მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა